სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს – წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები

ბაღდათში, სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს – წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 3 ნიღბიანი ადამიანი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით შეიჭრა. მათ ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძება სსკ-ს 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიINMerge ინოვაციების სამიტი 2024 აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს რეგიონალური ტექნოლოგიური პროგრესის სტიმულირებისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში