სოფელ ქვიტირში საპროტესტო აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. ადგილობრივები მიწის გასხვისებას აპროტესტებენ, რომელზეც მათივე თქმით, საცხოვრებელ სახლებთან და სახნავ-სათეს ფართობებთან მისასვლელი გზა გადის.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიწა თურქეთის მოქალაქემ იყიდა, რომელიც კედლის აღმართვას აპირებს.

„ეკონომიკის სამინისტრომ მიწა გაასხვისა. მის მყიდველ თურქეთის მოქალაქეს თავისი ბიზნესი აქვს და აქ ექვსმეტრიანი კედელი უნდა აღიმართოს. გზა ჩუმად გაასხვისეს, ხალხმა არაფერი იცოდა. სახლებთან ვერ მივალთ. გვეუბნებიან, ჭიშკრები აიღეთო და გალავანს გვიშენებენ“, – განაცხადა აქციის მონაწილე კარლო ნიქაბაძემ.

აქციის მონაწილეები სასამართლოში სარჩელის შეტანას და საერთო სარგებლობის გზის სასამართლო დავის შედეგად დაბრუნებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“
შემდეგი სტატიავიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება – მარგველაშვილი არჩევნებზე საუბრობს