სოფელ ქვეშთან ე.წ. მოსაზღვრეებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას ე.წ. მოსაზღვრეებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ლევან ბეთლემიშვილი და ჯემალ ვაშაგაშვილი სოფლის განაპირას იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი დააკავეს. დაკავებულების ახლობლების თქმით, ბეთლემიშვილს და ვაშაგაშვილს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ და ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა
შემდეგი სტატიამოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს