სოფელ ქვეშიდან ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ქვეშის მკვიდრი 47 წლის კობა ხუბულაშვილი გაიტაცეს. ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცი ოკუპანტებმა საკუთარ ბაღში დააკავეს. მომხდარს გატაცებულის შვილი შეესწრო.

დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულეს და ჯარიმაც დააკისრეს, რომელიც უკვე გადახდილია. გატაცების შესახებ ინფორმაცია ერგნეთში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 12 მაისს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაNDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს