სოფელ ქვემო ქედის ენმ-ს ტეპუტატი მერის წარმომადგენელს წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობიდან” მერის წარმომადგენელს წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულებს.

ავთანდილ ხალხელაური განმარტავს, რომ რწმუნებულის გაღიზიანება ადგილობრივებთან შეხვედრამ და პრობლემების დასახელებამ გამოიწვია, სადაც ქვემო ქედელები სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების არასწორად ჩატარების საკითხს განიხილავდნენ, რამაც წყლის მილების დაზიანება გამოიწვია.

ხალხელაურის თქმით, ავთანდილ ხუმარაშვილმა ის ადგილობრივების წაქეზებაში დაადანაშაულა, სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა და ხელი ჰკრა. ოპოზიონერმა დეპუტატმა რაეაგირებისათვის პოლიციას უკვე მიმართა.

სოფლის რწმუნებულის მხრიდან რამე სახის შეურაცხყოფის მიყენებას დედოფლისწყაროს მერი გამორიცხავს. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კონფლიქტის პროვოცირებაში დეპუტატი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინციდენტი ხალხელაურმა დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„100 მილიონი თუ ჩამოეწერა „ყაზტრანსგაზს“ რატომ არ შეიძლება „ომეგა ჯგუფის“ ეს დავალიანება იქნას გაწერილი?”
შემდეგი სტატია„კლიპებს არ ამოვიღებთ,მარეგულირებელი კომისია სცდება საკუთარ უფლებამოსილებას” – ნიკა გვარამია მარეგულირებელ კომისიას