სოფელ ქიწნისის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი განთავსდა, სადაც მოსახლეობას პისიარტესტირება უტარდება

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2020 18:03

სოფელ ქიწნისის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი განთავსდა, სადაც მოსახლეობას პისიარტესტირება უტარდება

სოფელ ქიწნისში, სადაც ეპიდკვლევა გრძელდება გამკაცრებულია კონტროლი. სოფლის შესასვლელში საკონტროლო პუნქტია განთავსებული და ყველა შემსვლელს თერმოსკრინინგი და პისიარტესტი უტარდება. სოფელში გადაადგილებაზე აკრძალვა ამ ეტაპზე დაწესებული არ არის.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე დავიწყეთ ეპიდკვლევები. 300 პისიარტესტი გაიგზავნა ქიწნისის მეურნეობიდან. გამკაცრებულია სოფელში შესვლა-გამოსვლა. შეზღუდვა გადაადგილებაზე არ არის. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სოფელში შევიდეს და გამოვიდეს. ჩემი დიდი თხოვნაა, დავიცვათ დისტანცია და რეგულაციები“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2020 18:03