სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ქალაღალში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, დასასრულს უახლოვდება ხიდ-ბოგირისა და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები. მერიამ აღნიშნული პროექტი 12 ათასი ლარით დააფინანსა.