სოფელ პერევში ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყე-კაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები საჩხერეში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყე-კაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიარ შეიძლება სირაქლემის პოზაში ყოფნა – აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციასთან მივლენ
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას გამართავს