14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“2025 წლის 17 აგვისტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
banner
წინა სტატიაში“მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და ბავშვს დაეჯახა”- რა მოხდა ბახმაროში
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი სასკოლო ფორმებზე: მშობლებს მოვუწოდებ, არ დახუჭონ თვალი და არ შეეგუონ ყველაფერს