სოფელ პალურის 7 კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარის დაგება დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურის 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას განახორციელებს-ამის შესახებ “თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა. მისივე განცხადებით ასფალტის საფარის დაგება 3 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდება. მოხდება სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია. სამუშაოები მარტში დაიწყება და 240 დღეში დასრულდება.

ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, სოფელ პალურის მოსახლეობას გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და წალენჯიხის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება. მისივე თქმით პალურის მოსახლეობა მერამდენე წელია ამ გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ასევე, უახლოეს პერიოდში  დაგეგმილია საჩინოსა და მუჟავას გზების რეაბილიტაციაც.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიადღეს გიორგანაშვილის საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს მიმართავს