სოფელ ოზაანში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში დენის დარტყმის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს ელექტროშემდუღებლით ადუღებდა.

,,სადაც მილს ადუღებდა,იქვე ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროსადენები გადის, ალბათ ვერ დაინახა, ან რაღაც ვერ გათვალა და თავისდაუნებურად შეეხო სადენებს“, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აარონ მოსულიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე მივიდა საწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,დენის დარტყმის შემდეგ, თვითონ უცდია წამოდგომა, უთქვამს მგონი გადავრჩიო, მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევა სავალალო შედეგით დასრულდა“, – განაცხადა აარონ მოსულიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: 8 ოქტომბერი ისეთი სენსაციური შედეგით არ დასრულდება, როგორც ბრიტანეთის რეფერენდუმი
შემდეგი სტატია“რუსეთის მთავარი ამოცანაა გამოგვიწვიოს, მაგრამ ამას არ უნდა წამოვეგოთ, ომი გააჩერებს ყველაფერს”