სოფელ ნიქოზში, სტადიონზე, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ახალგახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გუშინ, 23 სექტემბერს, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზარდს დაახლოებით 5 წუთის განამავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულდა და მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული – გვარამია გლდანში მომხდარ თავდასხმაზე