17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”– წერს შსს.

banner
წინა სტატიაშისაბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება