სოფელ ნაცატუში, აქციაზე დაკავებულის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს

სოფელ ნაცატუში, აქციაზე დაკავებული დ.ხ-ს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ. ისინი დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

სოფელ ნაცატუში დღეს ერთი პირი დააკავეს. მოსახლეობის ნაწილი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა გადაკეტეს. პოლიციამ გზის გახსნა მოითხოვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთვება
შემდეგი სტატიაახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა