სოფელ მუშევანში კიდევ 4 პირს დაუდგინდა კორონავირუსი

დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მცხოვრებ ოთხ პირს კორონავირუსი დაუდგინდა.

სამი პირის ტესტი, რომელთაც ვირუსი დაუდგინდათ, ეპიდემიოლოგებმა სოფელში გუშინ აიღეს, ხოლო ერთი გასულ დღეებში კლინიკაში იყო გადაყვანილი ინფიცირებულ ახლობლებთან ერთად. სწორედ იქ მოხდა მისგან საკვლევი მასალის აღება.

შესაბამისად, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

გამოსაკვლევად სულ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისიდან.

ამ დროისთვის, სოფელ მუშევანთან დაკავშირებული კორონავირუსის 54 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 11-ით გაიზარდა