სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა.

მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ მულახში სამი დღის წინ მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას შემდეგ სამართალდამცველები უშედეგოდ ეძებდნენ, დღეს კი ის თავის ნებით ჩაბარდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ხელისუფლების ქმედებები ადეკვატურია, რასაც შედეგებიც აჩვენებს