სოფელ მაწიმში მცხოვრებმა 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში, 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევაში გუშინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა სტუდენტი იყო და თბილისში სწავლობდა. მათივე ინფორმაციით, იგი მაწიმში ოჯახთან დროებით იყო ჩასული.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განმარტებით, თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად კი, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოკვლევას ლაგოდეხის რაიონული პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიგანათლების კომიტეტი საგან “მე და საზოგადოებას” განიხილავს – სხდომას ლევან ვასაძეც ესწრება
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის და კოლეგიათა თავმჯდომარეობის არჩევის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო