15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

სოფელ მატანში ძლიერი წვიმის შედეგად 20-მდე ოჯახი დაზარალდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ძლიერი წვიმის შედეგად 20-მდე ოჯახი დაზარალდა,_ ამის შესახებ  ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით,  წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

ადგილობრივების თქმით, სოფელ მატანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიამ გზის ერთ მხარეს არსებული სანიაღვრე სისტემა გააუქმა, რამაც არსებული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში რამდენიმე ოჯახს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაუკრაინამ სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა