11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სოფელ მანავის მოსახლეობა საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროტესტი შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი აქციის გამწვავებასა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.

მშობლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ.

სკოლის შენობასთან პროტესტს დღეს ხმაური მოჰყვა. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლა ოთხი წელია დაკეტილია. მოსახლეობა პასუხს ითხოვს, რატომ არ გამოცხადდა მარტში დაგეგმილი ტენდერი.

მშობლების მთავარი მოთხოვნებია შენობის მდგრადობის შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდება. საჭიროების შემთხვევაში, მისი რეაბილიტაცია და სასწავლო პროცესის სწორედ ამ სკოლაში აღდგენა.

მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ბავშვებს საგარეჯოში უწევთ სწავლისთვის ჩასვლა, რაც სერიოზულ სირთულეებს უქმნის, როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს.

აღსანიშნავია, რომ მანავის საჯარო სკოლის საკითხზე პროტესტი მოსახლეობამ მანამდეც გამართა.

რაზეც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეაბილიტაციისა და ტენდერის დაჩქარების დაპირებაც მიიღეს, თუმცა, მათი თქმით, პროცესი დღემდე გაჭიანურებულია.

მშობლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მკაფიო გარანტიებს ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისომხეთში საარჩევნო მოსყიდვის ბრალდებით პრორუსული პარტიის 14 წევრი დააკავეს
შემდეგი სტატიაგერმანიის ფინანსთა მინისტრი: რუსეთი არ უნდა იყოს ირანში ომის გამარჯვებული