სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

წნორში, სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.

ავარიის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშაქარაშვილის ცხედარს სავარაუდოდ ფერად შენობაში მალავდნენ
შემდეგი სტატიაავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო რაჭაში ილია წულაიას კუთვნილ სასტუმროში ისვენებს