სოფელ ლიაში საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე დააკავეს 1999 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პ.ს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ადგილობრივ სასაფლაოზე მდებარე ერთ-ერთი საფლავის მესრის დეტალებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავიდან მოპარული ლითონის დეტალები. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს
შემდეგი სტატიასებასტიან მოლინეუსი – საქართველო განაგრძობს ბენეფიტების მიღებას ძლიერი მაკროგარემოსგან. ვიმედოვნებ, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს