სოფელ ლიაში მცხოვრებ 69 წლის ზაირა ქობალიას სოციალური დახმარება მოუხსნეს

სოფელ ლიაში მცხოვრებ 69 წლის ზაირა ქობალიას სოციალური შემწეობა მოუხსნეს, რის მიზეზად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასახელდა მაღალი ქულების მინიჭება.  ხანდაზმულ ქალს სოციალური დახმარება მაისის თვეში შეუჩერეს და როგორც მისი  მეზობლები აცხადებენ, იგი ამ დრომდე უშედეგოდ იბრძვის.
“თაიმერმა” გაარკვია, რომ ზაირა ქობალია და მისი ერთადერთი ვაჟი სიდუხჭირეში ცხოვრობენ. ორივეს სხვადასხვა სახის დაავადება აწუხებს. შემოსავლის ერთადერთ წყაროს პენსია წარმოადგენს, რომელიც მას წინასწარ ერთი წლის სესხით აქვს აღებული. ამჟამად ზაირა ქობალიას მდგომარეობა უმძიმესია. მას არ გააჩნია მედიკამენტებისა და პროდუქტების შესაძენი ფული და მხოლოდ მეზობლების დახმარებით გააქვს თავი.

იმედია, ხელისუფლება აღნიშნული ფაქტით დაინტერესდება.

 

 

banner
წინა სტატიაშიახმეტაში ზურაბ იდოიძე დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: “პიზ***ცმა შეუმჩნევლად იცის მოპარვა”