თბილისის დროით 12:10 საათზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.8 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ისევ ქალაქ დედოფლისწყაროსთან დასავლეთით, სოფელი ლენინოვკა იყო.
მანამდე ამავე ტერიტორიაზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ თბილისშიც. არსებული ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.