27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სოფელ ლეხაინდრავოში ცოფის გამო კარანტინი გამოცხადდა — დაავადება ძროხას დაუდასტურდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრავოში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ სოფელში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. გაირკვა, რომ იმავე ძაღლმა დაკბინა ძროხაც, რომელსაც მოგვიანებით ცოფი განუვითარდა და დაიღუპა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, როზა ჯანაშიას განცხადებით, ინფიცირებულ პირუტყვთან კონტაქტში მყოფი ოჯახის წევრები პრევენციულად ანტიცოფური ვაქცინაციის კურსს გადიან.

უსაფრთხოების მიზნით, სოფელ ლეხაინდრავოში, შემთხვევის კერიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, კარანტინი დაწესდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიმარიკა მიქიაშვილი: ALDE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან კრიტიკულია, ხაზგასმულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი აღმოსავლეთ ევროპაში
შემდეგი სტატიაუკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, პუტინთან დაკავშირებული სუპერიახტა ბალტიის ზღვას ტოვებს