სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი – შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ყოფილმა პოლიციელმა 2 გასროლით ჭრილობები მიაყენა 2 მამაკაცს. დაჭრილებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საგარეჯოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ინციდენტი ვალის გამო მოხდა. ნოდარ ფხოველიშვილი და მისი სიმამრი მერაბ გოგრიჭიანი ვალის დასაბრუნებლად ჩავიდა სოფელ ლამბალოში. საუბარია 11 ათას დოლარზე, რასაც შელაპარაკება მოყვა და ეჭვმიტანილმა შამხან ბექილოვმა მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები.

დაჭრილი მერაბ გოგრიჭიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, როგორც საავადმყოფოს ექიმი ამბობს დაჭრილს ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს.

banner
წინა სტატიაშიტერაქტების საფრთხის გამო ევროკავშირი საზღვრების კონტროლს აძლიერებს
შემდეგი სტატიაარის თუ არა შესაძლებელი ევროპაში პარიზის ტრაგედიის განმეორება