სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან 18 წლის ახალგაზრდა გაუჩინარდა. გოგონა სახლიდან გუშინ გავიდა და დედას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა, წასვლის მიზეზი და მარშრუტი არ განუმარტავს.

ნარმინ ისაიევას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქალი მათთან ერთად, ნივთებისა და ინვენტარის შესაძენადაც იმყოფებოდა, ამიტომ, ისაიევები გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა ახალგაზრდამ გათხოვება გააპროტესტა და სახლი ამის გამო დატოვა.

მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალი შესაძლოა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. თუმცა, ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ აქვთ.

ქალის სახლთან ახლოს სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, სადაც, სავარაუდოდ, მისი გასვლა უნდა იყოს აღბეჭდილი. ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკთხველმა გაიცნო