
უფასო გამოკვლევა გაიარა 130-ზე მეტმა ადამიანმა. გასინჯვა ჩაატარეს მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა სხვადასხვა მიმართულებით: თერაპია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგია, მეან-გინეკოლოგია და სხვ. უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.
საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის გულია მუსტაფაევას თქმით, ანალოგიური სამედიცინო შემოწმება სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ კოსალარის მოსახლეობას არაერთი სოციალური პრობლემა აწუხებს: სოფელს არ მიეწოდება წყალი, გზა გამოსულია მწყობრიდან, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, ახალგაზრდებისთვის არ არსებობს განვითარების საშუალება. მაცხოვრებლები ტოვებენ სოფელს, რის გამოც იგი სანახევროდ დაიცალა.
ასოციაცია აპირებს ეს საკითხები წამოჭრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედროს დროს.
















