სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის ქალს კაცმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, დაშავებული ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მიყენებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გ.შ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ის პოლიციამ გამთენიისას დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიცეკოვი: აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ
შემდეგი სტატია„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ აქამდე მივიდა“ – ჯონ ბასი სავიზო შეზღუდვებზე