(video) სოფელ კორცხელში „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და ჟურნალისტები სცემეს

13260074_880769042045239_980760521658484125_n“ცოტა ხნის წინ რაც სოფელ კორცხელში მოხდა აბსოლიტურად სცდება ყოველგვარ კანონს და საარჩევნო კოდექსის თითოეულ ეპიზოდს. სახელისუფლებო ფლანგის მხარდამჭერებმა, რომლებიც არსებული ინფორმაციით სპეციალურად კორცხელის შუალედური არჩევნებისთვის ჩამოიყვანეს, სასიკვდილოდ გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. სასტიკად არიან ნაცემები ნიკა მელია, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, აკო მინაშვილი, გიგა ბოკერია. თბილისიდან ჩამოსული სპორტსმენები (რაგბისტები) ასევე აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართ, მათ ხელი დაარტყეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პირველი არხის ოპერატორს და ჟურნალისტს, პირადად მე ერთ-ერთმა აგრესიულად მომთხოვა შემეწყვიტა მუშაობა, ხელი შეეშალათ ადგილზე მომუშავე მედიის სხვა წარმომადგენლებს. მე, ერთი რიგითი მოქალაქე, ამ წუთას მოგმართავთ არა როგორც ჟურნალისტი, დროზე იქნას უზრუნველყოფილი წესრიგი, დაცული იქნას საარჩევნო უბნის ტერიტორია, სასწრაფოდ იქნან გაყვანილნი ე.წ სპორტსმენები კორცხელიდან და განსაკუთრებით შეუქმნან მედიის წარმომადგენლებს კანონით უზრუნველყოფილი სამუშაო პირობები! თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ნებისმიერს პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება! მოგიწოდებთ დროულად მოახდინოთ წესრიგის უზრუნველყოფა!-აცხადებს “თაიმერთან ” ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტი ლევან კალანდია.

 

https://youtu.be/IBe3D9Yz2Y0

banner
წინა სტატიაში“საფუძვლიანი ეჭვია, რომ აკაკი ბობოხიძე და მისი ძმა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე მუშაობენ”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: არჩევნების დიდი უპირატესობით მოგებას ვგეგმავთ