სოფელ კორბოულის 9 მკვიდრი ამ დრომდე ცხინვალის დაკავების იზოლატორში რჩება

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

სოფელ კორბოულის 9 მკვიდრი ამ დრომდე ცხინვალის დაკავების იზოლატორში რჩება. თუმცა, როგორც დაკავებულის ოჯახების წევრები აცხადებენ, მათ ჯარიმის თანხა გადაიხადეს და იმედი აქვთ, რომ ყველა დაკავებულს დღესვე გაათავისუფლებენ. იგივი ინფორმაცია აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობაში. კორბოულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, ყველა დაკავებული მაქსიმუმ ორი დღის ვადაში უნდა გათავისუფლდეს.

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ცხრა ადამიანი საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიასთან 12 მაისს დააკავეს. ცხრავე მათგანი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ცხოვრობს, ისინი ოტრიაში ჯონჯოლის დასაკრეფად იყვნენ წასული.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ვასილ ბექაური იყო ორჯერ ნასამართლევი, მათ შორის საბურავების მოპარვაზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მომავალში, მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს