სოფელ ხურვალეთში მცხოვრები – საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები – პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული

სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა გივი კალმახელიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია გრძნობენ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდებით – პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული.

„საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები”, – განაცხადა კალმახელიძემ.

banner
წინა სტატიაში“სულ ვფიქრობდი, რომ შემაკავებელი იყო ჩვენთვის აჩის ფაქტორი და ახლა ცოტა შემეშინდა” – არჩილ თალკვაძის მეზობლები ქურდობაზე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა