9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

სოფელ ყულევთან, სავარაუდოდ, საფრენი აპარატურის ფრაგმენტია აღმოჩენილი

შსს-მ, სოფელ ყულევთან, სავარაუდოდ, საფრენი აპარატურის ფრაგმენტის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში, ანალიტიკური გვერდ World Military-ზე გავრცელდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა ეს რომელიმე საფრენი აპარატურის ფრაგმენტი.

მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონ იარაჯული: პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე პატრიარქობის კანდიდატის განათლებაზე: სულ მცირე, სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად