სოფელ ყიზილაჯლოში ხმის მიცემის პროცესი დროებით შეწყდა.
როგორც ,,თაიმერის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.
საარჩევნო უბანზე აცხადებენ, რომ დაზიანება ადგილობრივად მოხდა იმ შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული.