სოფელ ყიზილაჯლოში განმეორებითი არჩევნები 4 დღეში უნდა გაიმართოს

მარნეული პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრისთვის ემზადება. ყიზილაჯლოში არჩევნები ხელახლა 4 დღეში უნდა გაიმართოს.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე დანიშნული ხელახალი კენჭისყრა 22 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნაა, რომ სოფელში მშვიდობა იყოს და ის დაპირისპირება, რომელიც სოფელში არჩევების დღეს დაიწყო, უნდა დასრულდეს.

ცესკო მზად არის, მარნეულში 48-ე უბანზე ხელახალი კენჭისყრა ჩაატაროს, რომლის შედეგების მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, ჩატარდება თუ არა 36-ე ოლქში არჩევნების მეორე ტური.

banner
წინა სტატიაშიდუტერტემ თავისი რადიკალიზმი ბავშვობაში მღვდელი-პედოფილის ძალადობით ახსნა
შემდეგი სტატიაოთო კახიძე იუსტიციის სამინისტროს მერაბიშვილის საქმეზე ტყუილში ადანაშაულებს