სოფელ ხიდისყურში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შუახნის მამაკაცი მოკლეს, მის მეუღლე კი, დაჭრეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ​ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის ინტერესებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი : „ოცნება“ მოქმედებს პრინციპით „ცოლის ნათესავი არ არის ნათესავი” – ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას