სოფელ ხანდოსხევთან აქციის ოთხი მონაწილე გაათავისუფლეს – პატიმრობაში დარჩა ორი პირი

სოფელ ხანდოსხევთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოთხი პირი მცხეთის სასამართლომ 400 – 400 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. ადვოკატები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას აპირებენ.

კიდევ ორის შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხანდოსხევთან მიმდინარე აქცია სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის სხვა ადგილზე გაყვანას ცდილობდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტრაქტორს ქვა ესროლა და დააზიანა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი ადგილობრივი დაშავდა, მას სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის თეატრის სახურავიდან მაშველებმა მამაკაცი,რომელიც გადახტომას ცდილობდა, ჩამოიყვანეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მთავრობა გადადგა