სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2017 12:03

სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი
სრულად ლიკვიდირებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნახანძრალი ტერიტორიის
პრევენციული დამუშავების პროცესი დაასრულეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი.
შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ.

პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. დაკვირვების
პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2017 12:03