სოფელ კახათში სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.

ახალშობილი გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ის ახალშობილთა განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

banner
წინა სტატიაში,,აქცები დაიწყება ორშაბათიდან,სისტემა კლავს, ამიტომ უნდა შემოგვიერთდეს საზოგადოება”
შემდეგი სტატიაზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს იპოვეს