გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში შუა ხნის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.















