სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა. გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სპეციალური ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ჩავა და სტიქიის ადგილს დაათვალიერებს.

რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს, მოგვიანებით გაირკვევა.

banner
წინა სტატიაშიარანაირი კომპრომისი, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, არც განიხილება – მიხეილ გიორგაძე დავით გარეჯზე საუბრობს
შემდეგი სტატიალილე ლიპარტელიანის ინიციატივას, მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებაზე საკრებულოში ხმაური მოჰყვა