სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს.

ამ წუთებში მასთან ერთად აფენის პოლიციაში გამოკითხვაზეა გამტაცებელი 21 წლის ბიჭიც.

როგორც არასრულწლოვანის მამა აცხადებს, მის შვილს გათხოვება არ უნდოდა, ის იძულებით გაიტაცეს და მოითხოვს დამნაშავის კანონით დასჯას.

„ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში. კარგი მოსწავლეა, არც უფიქრია გათხოვება. დილით ნათესავმა დაინახა, რომ პოლიციაში შეჰყავდათ. მაშინვე წამოვედი და ვნახე, რომ კარგად არის. არ მილაპარაკია, მაგრამ ტირილი დაიწყო, რომ დამინახა. ახლა პოლიცია კითხავს. ვითხოვ გამტაცებლის დასჯას. რატომ გააკეთა ეს? ჩემს შვილს მას ცოლად არ დავუტოვებ“, – ამბობს გოგოს მამა, ისა ალიევი.

გამტაცებლის მამა კი ამბობს, მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და ოჯახმა მოუწოდა პოლიციას ჩაბარებოდა. მათივე ინფორმაციით, გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.

ცნობისთვის, გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი, რამდენიმე პირმა გაიტაცა.

გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე – ხელისუფლება იძულებული გახდა, არაგონივრული კანონმდებლობა შეეჩერებინა
შემდეგი სტატიადღეიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნა – City Mall-ში რობოტი პეპერი მუშაობს