სოფელ გვარაში სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს საყრდენი გამოაცალა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2018 16:56

სოფელ გვარაში სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს საყრდენი გამოაცალა

მნიშვნელოვანი

  • არსებობს გეოლოგების დასკვნაც, სადაც წერია რომ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია

სხვა სტატიები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ბოლქვაძეებისა და გოხიძეების ოჯახები დახმარებას ითხოვენ.

ბოლქვაძეების სახლს, სტიქიამ საყრდენი გამოაცალა, ოთახებში კი კედლები დაიბზარა. არსებობს გეოლოგების დასკვნაც, სადაც წერია რომ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია. გოხიძეების სახლი კი სოფლის სასაფლაოს ესაზღვრება, სტიქიის დროს მიწის მასით ეზოს ნაწილი დაიფარა. ორივე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.

ისინი ამბობენ, რომ ამ დრომდე მათი პრობლემებით შესაბამისი სამსახურებიდან არავინ დაინტერესებულა. ქობულეთის მერიაში ვერ აკონკრეტებენ ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2018 16:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics