სოფელ გომში,ხიდისურის უბანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

სოფელ გომში, ხიდისურის უბანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია.

სოფელ გომში ახალი კორონავირუსი ერთ პირს გუშინ დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად აგარაკზე გომში იმყოფებოდა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი კიდევ ხუთი პირის ნალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

სულ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში ცხრა ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან „კოვიდ-19″ დაუდასტურდა ერთს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციური საავადმყოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტუდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ახალი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის კლასტერს უკავშირდება