“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ ქვემო ქართლის საოკუპაციო ზოლთან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში, რუსი ოკუპანტები მავთულხლართის ღობეს ავლებენ.
“ამასობაში კი ოკუპანტები მშვიდად და წყნარად ღობავენ ტერიტორიას სოფელ ღოღეთის მიმდებარედ.
ამ წუთებში ღორკები მუშაობენ ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მინდვრებში.
გგონიათ, ერთი პოლიციელი მაინც იმყოფება სადმე ახლიმახლო? გგონიათ, ვინმე უქმნის ორკებს დისკომფორტს ხელისუფლებიდან?
არა.
მალე ჩორჩანას საგუშაგოებიც გაუქმდება და რუსები სრულ კომფორტს შეიქმნიან ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციის პროცესში.