სოფელ გავაზში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს.

რა სახით მოხდება გავაზელებისთვის დახმარების აღმოჩენა, ყვარლის გამგეობაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერის წვიმის შედეგად, სოფელ გავაზში მდინარე ფატმასური ადიდდა, რამაც 50-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულებისა და სარდაფების დატბორვა გამოიწვია.

დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთებები, განადგურდა ერთწლიანი კულტურა და დაიხოცა შინაური ფრინველი.

გავაზელების თქმით, გაუწმენდავია სანიაღვრე არხები, რამაც უხვი ნალექი ვეღარ გაატარა.

banner
წინა სტატიაშიბოკერიას განცხადებით, ნაციონალების საარჩევნო სიაში “ღრმა კომპეტენციის” მქონე ადამიანები მოხვდებიან
შემდეგი სტატიაკათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე 2016