სოფელ გავაზში 74 წლის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დაკარგულ ქალბატონს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

სამაშველო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად, სოფლის მოსახლეობაც მონაწილეობდა.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ასაკოვან ქალს სოფელთან ახლოს მიაკვლიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მას მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროში ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: რამდენიმე ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის პოზიტიური როლი, რომელიც მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებით გამოხატა
შემდეგი სტატიავალერი გელბახიანი: სასამართლო გადაწყვეტს პრეზიდენტის გამოსახლების საკითხს