სოფელ ეკში მაგთიკომის წინააღმდეგ პროტესტისთვის ემზადებიან

როგორც ,,თაიმერისთვის,, გახდა ცნობილი, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის თემში, სახუნჯუოს უბანში, კომპანია მაქტიკომი თავისი სატელიტური ანტენებისთვის ანძის აგებას გეგმავს.
ადგილობრივების განცხადებით, უბანში გამოჩნდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე მონიშნეს ადგილი სადაც ანძა უნდა აიგოს, რამაც იქვე მცხოვრები მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. საქმე იმაში გახლავთ რომ ამ ადგილიდან, სულ რაღაც 60-80 მეტრის რადიუსში, 4 ოჯახი ცხოვრობს, ოდნავ მოშორებით კი, კიდევ 5 ოჯახი, რომლებიც თვლიან რომ ანძის მავნე დასხივების ქვეშ მოხვდებიან.
მოსახლეობის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებმა არსებულ ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაობი ისე მოულოდნელად დაიწყეს, რომ ამ თემაზე რამენაირი წინასწარი ინფორმაცია, სოფელში არ გავრცელებულა და მოსახლეობამ ამის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო.
მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ ტერიტორიიდან სულ რაღაც 400-500 მეტრის მოშორებით, უფრო მაღლობ ადგილზე, დაუსახლებელი ტერიტორიაა, სადაც ანძის განთავსება მის დაფარვის ზონასაც უფრო გაზრდიდა და მოსახლეობასაც არ შეუქმნიდა საფრთხეს.
ადგილობრივების განცხადებით ისინი არ აპირებენ უფლება მისცენ მაგთიკომს მოსახლეობის სიახლოვეს ააგონ ანძა და ამისთვის პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ.
ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა მათ პრესასთან ურთიერთობა არ ისურვეს და კომპანიის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართეს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე:კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე
შემდეგი სტატიააშშ-ს მთავრობა სწორი იქნება, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ფინანსური მხარდაჭერა – იან კელი