სოფელ დუისში “პანკისობა-2017” მიმდინარეობს

პანკისის ხეობის სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე დღეს სახალხო დღესასწაული ,,პანკისობა-2017,, მიმდინარეობს. ჩატარდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული ყველისა და თაფლის ნაირსახეობის გამოფენა.

სპეციალურად აგებულ პავილიონებში სხვადასხვა სამინისტროების მიერ წარმოდგენილია საქმიანობის ამსახველი გამოფენები.

სახალხო ზეიმზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

“პანკისობა- 2017”-ს ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს ადამიანურად უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით
შემდეგი სტატია,,ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა”