სოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები.

სამუშაოების შედეგად, ჯამში, 13 480 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს იმ გზის მონაკვეთის მთლიან მოასფალტებას, სადაც N109 ავტობუსი მოძრაობს. გზა ძალიან დაზიანებული იყო და ნაწილობრივ გრუნტიანი. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის ღირებულება 800 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „L&L” ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიევროპაში დღეიდან კოვიდ-სერთიფიკატები ამოქმედდა
შემდეგი სტატიაშსს „თბილისი პრაიდზე“: მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა 1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს