სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 11 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„სოფელ დიღომში ეს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი – წყალარინების ახალი ქსელი.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშისიკვდილი მელოდება, გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით – ალექსანდრ ბანდიუკოვი
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა